აქტივობები & მიზნები

ISRC-მა შეიმუშავა ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს კლინიკური კვლევის ინტენსიურ კურსს. პროგრამაში შერწყმულია თეორიული ლექციები და პრაქტიკული სემინარები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უახლეს სამეცნიერო მიღწევებს, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასა და ინსტრუქტორთა პროფესიულ კომპეტენციას. მიზნები:

  • სტუდენტებში სამედიცინო კვლევის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ცნობიერების ამაღლება

  • კლინიკური კვლევის პრაქტიკული ასპექტების შესახებ მითითებების გაზიარება

  • სტუდენტების ჩართვა რეალურ სამედიცინო კვლევით პროექტებში

ჩატარებული ღონისძიებები

PHOTO 2025 05 04 20 20 42 (1)

გახსნითი ღონისძიება 2025

4 მაისი, 2025

 

საერთაშორისო სტუდენტების კვლევითმა კლუბმა (ISRC) 2025 წლის გახსნითი ღონისძიება NVU Health Hub-ში გამართა!

ეს სტუდენტური საზოგადოება საქართველოში მცხოვრები ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომს ხდის კვლევით საქმიანობას მათთვის განკუთვნილი კურსების საშუალებით, რომლებიც მოიცავს კვლევის სრულ პროცესს – საწყისი ეტაპიდან პირველი სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებამდე.

გახსნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ISRC-ის კურსები. მოწვეული სპიკერის ამპლუაში ღონისძიებას გაუძღვა თარაკა დუნუვილა.

დასკვნითი ღონისძიება 2025

26 ივნისი, 2025

 

2025 წლის გაზაფხულის სემესტრის ღონისძიებათა სერია დასრულდა სესიით: „ყველაფერი, რაც კვლევის შესახებ უნდა იცოდე“.

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია USMLE-სა და PLAB/UKMLA გამოცდების შესახებ. მომხსენებლებმა პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გასცეს პრაქტიკული რჩევები, ისაუბრეს მომზადების სტრატეგიებსა და საერთაშორისო სამედიცინო ლიცენზირების პროცესებზე. განიხილეს კარიერული გზები და შესაძლებლობები მედიცინის დარგის პროფესიონალებისთვის გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში

ბიოსტატისტიკის ვორქშოპი

15-20 ივნისი, 2025

 

ქარიმ სალიმოვმა და ნინო ცოცხალაშვილმა სტუდენტებს ბიოსტატისტიკის პრაქტიკული მნიშვნელობა და მონაცემთა ანალიზის ტექნიკები გააცნეს. მათ დაარწმუნეს სტუდენტები, რომ ციფრები ყოველთვის არ მეტყველებენ სიმართლეზე, ისაუბრეს იმ მეთოდებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც სიღრმისეულ ინფორმაციას გვაძლევს მედიცინის კვლევით კონტექსტში.

მონაწილეებმა აითვისეს მონაცემთა ანალიზის პროგრამული უნარები და გაიაზრეს ბიოსტატისტიკის როლი მედიცინაში, კლინიკურ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.

Untitled Design (20)

ექსპერიმენტული კვლევის ვორქშოპი

30 მაისი - 1 ივნისი, 2025

შეხვედრა დაეთმო არსებული კვლევების შეჯამებასა და რეალური კვლევის განხორციელების საკითხებს. სპიკერებმა სტუდენტებს გააცნეს კვლევის დაგეგმვისა და ანალიზის პრაქტიკული პრინციპები, განიხილეს თბილისში არსებულ კლინიკურ კვლევებში ჩართვის გზები.

კლინიკური შემთხვევის ანგარიშის შედგენა

18 მაისი, 2025

 

სემინარს უძღვებოდა კლინიკური მიკრობიოლოგი და მკვლევარი, თამარ დიდბარიძე ექიმ სალომე კალდანთან ერთად, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებასთან, ევროპის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებების ფედერაციასა და ახალგაზრდული ნეირომეცნიერების ორგანიზაციასთან.

შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკულ სესიას, სადაც სპიკერებმა სტუდენტებს კლინიკური ანგარიშების ანალიზისა და შეფასების მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნეს.

ლიტერატურისა და სისტემური მიმოხილვის ვორქშოპი

10-11 მაისი, 2025

 

შესაბამისი მომზადების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მოამზადონ სისტემური და ლიტერატურის მიმოხილვა. ისინი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პრაქტიკას.

სტუდენტებმა ისწავლეს კვლევების შეფასება, სხვადასხვა წყაროდან მონაცემების სინთეზი და არგუმენტირებული დასკვნების გამოტანა, რაც კლინიკური და აკადემიური საქმიანობის მნიშვნელობანი უნარებია.

ჟურნალის კლუბი

4 აპრილი, 2024

პირველ ჟურნალ-კლუბის შეხვედრას ხელმძღვანელობდა აჰმედ სალეჰი. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აქტუალური თემები მეანობა-გინეკოლოგიის, ფსიქიატრიის, დერმატოლოგიის, კარდიოლოგიისა და ნევროლოგიის სფეროებიდან. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში.

ინტერაქტიული პრეზენტაციებისა და დისკუსიების მეშვეობით ღონისძიება იქცა თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლებისა და თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმად.

კლინიკური ანგარიში

23 მარტი, 2024

სტუდენტური საზოგადოება ISRC Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით _ “კლინიკური შემთხვევის ანგარიში”, რომელსაც უძღვებოდა მოჰამედ მ. აჰმედი. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია კლინიკური შემთხვევის ანგარიშის (Case Report) მნიშვნელობისა და მისი ეფექტურად დაწერის შესახებ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული დავალებები და ჩაერთნენ ჯგუფურ სამუშაოებში.

ISRC

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტუდენტების კვლევითი კლუბი (ISRC) წარმოადგენს სტუდენტთა ხელმძღვანელობით შექმნილ ინიციატივას, რომლის მიზანია კლინიკურ კვლევებში თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შორის არსებული სხვაობის აღმოფხვრა. მიუხედავად ძლიერი აკადემიური პროგრამებისა, ხშირად სტუდენტებს არ აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ რეალურ კვლევით საქმიანობაში. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ დაარსდა ISRC. კლუბის მისიაა სტუდენტების აღჭურვა კლინიკური კვლევისათვის აუცილებელი ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, სამედიცინო კვლევის მნიშვნელობის ხაზგასმა და სტუდენტებისათვის რეალურ კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნა.