MEDISCAN


რადიოლოგიის ძირითადი უნარების სემინარი | 2024 წლის 15 ივნისი

ქირურგიული საზოგადოების, „Incision Surgical Society“-ის, ორგანიზებით გაიმართა სამუშაო სემინარი სახელწოდებით „MediScan – რადიოლოგიის ძირითადი უნარები“. ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის რადიოლოგიის საბაზისო უნარების გაუმჯობესებას, რაც განხორციელდა პროფესიონალი ექსპერტების მიერ ჩატარებული ლექციებისა და პრაქტიკული სესიების მეშვეობით.

სემინარი დაიწყო შემეცნებითი ლექციით თემებზე: რადიოლოგიის ძირითადი უნარები & რადიოლოგიური პროცედურების უსაფრთხოება და სიფრთხილის ზომები

პრაქტიკული სესიები მოიცავდა კლინიკური შემთხვევების განხილვასა და რადიოლოგიური გამოსახულებების ინტერპრეტაციის სავარჯიშოებს.

ღონისძიებას ჰქონდა ინტერაქტიული ხასიათი, რამაც ხელი შეუწყო პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნასა და სტუდენტების დაახლოებას.

New

უროლოგიის ლექცია და ნაკერის ტექნიკის სემინარი

2024 წლის 6 აპრილს ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბში ჩატარდა ინფორმაციული და პრაქტიკული ღონისძიება. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა უროლოგიის მიმართულებით და გაეუმჯობესებინათ ნაკერის დადების ქირურგიული ტექნიკა.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო ექიმი, ლუკა დანგაძის, ლექციას თემაზე: "უროლოგიური გადაუდებელი შემთხვევები და ქირურგიული ჩარევები". მოგვიანებით კი გაიმართა ნაკერის დადების პრაქტიკული სესია, სტუდენტებმა აითვისეს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნაკერის დადების ტექნიკები.

მონაწილეებმა შეძლეს გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა და გაეუმჯობესებინათ ქირურგიული უნარები.

Whatsapp Image 2024 10 17 At 21.40.01

ანესთეზიოლოგიის                სემინარი

სემინარი ანესთეზიოლოგიის თემაზე ჩატარდა 2024 წლის 30 მარტს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ანესთეზიოლოგი, ირაკლი სვანიძე. ლექციაზე განხილულ იქნა ანესთეზიის გამოწვევები ცნობიერ მდგომარეობაში ჩატარებული პროცედურების მიმდინარეობისას.

ლექციის შემდეგ მონაწილეები ჩაერთვნენ ინტერაქტიულ პრაქტიკულ სესიებში შემდეგი მიმართულებებით.

  • წინასაოპერაციო შეფასება
  • ლარინგოსკოპია, ენდოტრაქეალური ინტუბაცია, ხელოვნური ვენტილაცია

სემინარი გაგრძელდა შემთხვევებზე დაფუძნებული განხილვებით. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.

მედიჯენ-Z & ჰელს ჰარმონია:

სტრესის მართვისა და კომუნიკაციის უნარების სემინარი | 2023

ღონისძიება ჩატარდა 2023 წლის 16 ნოემბერს. სემინარი მიეძღვნა სტრესის მართვასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. ღონისძიება წარიმართა გამოცდილი მენტორების (ექიმი თინათინ კუჭუხიძე, მარიამ ჩრდილელი და ექიმი ქეთი კიკნაძე) ხელმძღვანელობით და შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • მენტალური ჯანმრთელობა
  • სტრესის შემცირება
  • საერთო აკადემიური შედეგების გაუმჯობესება
  • თვითგამორკვევა (მაინდფულნესი) და რელაქსაციის ტექნიკები
  • ინდივიდუალური მხარდაჭერა ყოველდღიური გამოწვევების დასაძლევად

 

სემინარის მეორე ნაწილი დაეთმო მომავალი ექიმების კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას პაციენტებთან ურთიერთობის კონტექსტში. განხილული თემები მოიცავდა აქტიურ მოსმენას, ცუდი სიახლის შეტყობინებას, არავერბალურ კომუნიკაციას, რთული სიტუაციებთან გამკლავებას, ეთიკური საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.

Incision

ჩვენი მიზანია, შთავაგონოთ მომავალი ქირურგები და დავეხმაროთ მათ პოტენციალის რეალიზებაში განათლებით, კვლევითა და ინოვაციების მეშვეობით.