აქტივობები
- მენტორების პროგრამა
- კონსულტაციები კურსდამთავრებულებთან
- ვებინარები
- პოდკასტები
- კლინიკური მიმართულების პრაქტიკული ვორქშოპები (სამედიცინო, ქირურგიული)
- კვლევითი საქმიანობა
- კონფერენციები
- თანამშრომლობის შესაძლებლობები
პროექტები
- ქირურგიული ნაკერების ვორქშოპი
- “ტკბილეული და კონსულტაცია“
- გინეკოლოგიისა და მეანობის ვორქშოპი
- USMLE თოქშოუ
- EMG და ECG ვორქშოპები
- GIMSOC x 2 ლარის მოხალისეთა ღონისძიება
- MEDCON 23
- StRiat 2024
ჩატარებული ღონისძიებები
Pathways to Success 2025 _ მედიცინის სკოლის გზამკვლევი
"Pathways to Success" მოიცავს რამდენიმე პროგრამას, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტთა საზოგადოების (GIMSOC) კარიერული განვითარების ინიციატივას, რომელიც მედიცინის სტუდენტებს წარმატებული კარიერის დაგეგმვაში ეხმარება მრავალკვირიანი სტრუქტურირებული პროგრამის მეშვეობით.
ღონისძიებათა სერიამ 100-ზე მეტ მედიცინის სტუდენტს უმასპინძლა. პირველი კვირა დაეთმო მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის პროცესში ორიენტირებას, მენტალურ ჯანმრთელობასა და აკადემიურ განვითარებას.
მონაწილეები შეხვდნენ 11 სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენელს. მე-3 კვირა დაეთმო სამედიცინო კვლევასა და პუბლიკაციას. სესიას გაუძღვნენ გამოცდილი სპიკერები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული რჩევები კვლევის ჩატარებასა და სამედიცინო ნაშრომების გამოქვეყნების პროცესზე.

სიზუსტე მოძრაობაში: სპორტული მედიცინა
11 მაისი, 2025
50-ზე მეტი მონაწილე დაესწრო პრაქტიკულ ვორქშოფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ექიმი დავით გელაშვილი.
სესია დაეთმო ბანდაჟისა და სპლინტის დადების ტექნიკების დემონსტრაციასა და შემთხვევებზე დაფუძნებულ სავარჯიშოებს. შეხვედრა დასრულდა უანგარო სისხლის დონაციით.
ღონისძიება ქალთა ჯანმრთელობის შესახებ
17 მაისი, 2025
ღონისძიება დაეთმო ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს. მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებების შესაძენად შეგროვდა 315 ლარი, რომელიც ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად Tbilisi Volunteers-ს გადაეცა. შეხვედრა მოიცავდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებასა და ინტერაქტიულ აქტივობებს: სამაჯურების დამზადება, ვიქტორინა, ყვავილების მოხატვა, ა.შ.
ჰემოსფერო: ანგარიშებიდან შედეგებამდე
25 მაისი, 2025
სისხლის ანალიზისა და დიაგნოსტიკის სემინარი კლინიკური უნარების გასაუმჯობესებლად. პროფესორი ნინა ლოლაშვილი და ნინო ოთარიშვილი სტუდენტებს სისხლის ანალიზების ინტერპრეტაციაში დაეხმარნენ.
სემინარი მოიცავდა სისხლის ანალიზების გაშიფვრას (CBC, LFT, RFT), კლინიკური შემთხვევების ანალიზს და სისხლის უანგარო დონაციას.
ტკბილეული და კონსულტაცია
29 მარტი, 2024
ინტერაქტიული ვორქშოპი მიზნად ისახავდა კლინიკური გამოცდის უნარების გაუმჯობესებას საოჯახური მედიცინის მიმართულებით.
პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვა ექიმი ნინო გელაშვილი. მონაწილეები ჩაერთვნენ სტრუქტურირებულ სავარჯიშოებში, იმუშავეს პაციენტის ანამნეზისა და ლაბორატორიული მაჩვენებლების გაანალიზების საკითხებზე, განიხილეს შესაძლო დიაგნოზები.

ENCEPHALON
EduGradient-ისა და GIMSOC-ის ერთობლივი ღონისძიება, რომელიც დაეთმო თავის ტვინის, განსაკუთრებით კი კოჟრულ კომისურას (Corpus Callosum). სტუდენტები დეტალურად გაეცნენ მის მახასიათებლებს, შეისწავლეს ტვინის სტრუქტურები, თითოეული სეგმენტის ფუნქციონირება და მნიშვნელობა.
ჩატარდა ნეირორადიოლოგიური გუნდური ვიქტორინა, მონაწილეები შეეცადნენ ტვინის რადიოლოგიური გამოსახულებების ამოცნობასა და გაანალიზებას.
ინტერაქტიული სესია გაგრძელდა ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) პრაქტიკულით, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ EduGradient-ის მენტორები. მონაწილეები გაეცნენ EEG ანგარიშების წაკითხვის თავისებურებებს, განხილული საკითხების განსამტკიცებლად კი მიეცათ პრაქტიკული სავარჯიშოები.
MediConnect & MEDICINEFLIX
2023 წლის 14 სექტემბერს ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბმა უმასპინძლა ღონისძიებას MediConnect: Uniting Medical.
ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დაესწრო 55-მდე სტუდენტი. შეხვედრა მიზნად ისახავდა განსხვავებული ინტერესებისა და წარმომავლობის ახალგაზრდების გაერთიენებას, იდეების მიმოცვლის გზით მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტუდენტური ერთობის გამყარებას.
მომდევნო კვირას Medicineflix-ის ფარგლებში სტუდენტებმა ერთად უყურეს ფილმს "Contagion".
იმედი გვაქვს, რომ ამ ღონისძიებებმა თითოეული მონაწილე სასიამოვნო მოგონებებითა და თანატოლებთან განმტკიცებული ურთიერთობებით აღჭურვა.
GIMSOC მიქსერი
ეს საინტერესო და მხიარული შეხვედრა შედგა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის GIMSOC-ის გუნდისა და ნიუ ვიჟენ უნიევრსიტეტის თანამშრომლობით. ღონისძიების მიზანი იყო GIMSOC-ის აღმასრულებელი გუნდის წევრებს შორის ურთიერთკავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
მას 55-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. მოეწყო არტ-თერაპიის სესია, მონაწილეებმა შეძლეს თავის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით, გაიმართა სახალისო თამაშობები, როგორიცაა არტ-შარადები და Human Scavenger Hunt.

GIMSOC
საქართველოს მედიცინის საერთაშორისო სტუდენტთა საზოგადოება (GIMSOC) არის არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2023 წელს. ჩვენი მიზანია საქართველოში მყოფი მედიცინის სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მედიცინის სტუდენტებს ვთავაზობთ, შეუერთდნენ თანამოაზრეთა ქსელს, რომელიც ეფუძნება პროფესიონალიზმს, ინოვაციასა და ზრუნვას. თანამშრომლობით, განათლების ხელშეწყობითა და ადვოკატირებით ვამზადებთ სტუდენტებს ერთმანეთთან ურთიერთობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის. ერთად ვცდილობთ, შევქმნათ ჯანსაღი და სამართლიანი საზოგადოება, სადაც თანამედროვე სამედიცინო ცოდნა ერწყმის ჰუმანურობას.

