ჩატარებული ღონისძიებები

გადაუდებელი მედიცინის ვორქშოპი

2024 წლის 30 მაისს Blades & Beyond-მა ნიუ ვიჟენის ეკო-კამპუსში გამართა ინტენსიური და საგანმანათლებლო სემინარი გადაუდებელი მედიცინის თემაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა დარგის სპეციალისტი, ნიკა ზირაქაშვილი

ლექტორმა მონაწილეებს გაუზიარა კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული სცენარები და დეტალურად გააანალიზა გადაუდებელი მედიცინის ძირითადი პრინციპები.

სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება, უკეთ გაითავისეს გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევები და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა.

მენტორობის პროგრამა

2024 წლის 20 აპრილს Blades & Beyond-მა სტუდენტებს წარუდგინა მენტორობის პროგრამა, რომელიც მედიცინის სტუდენტებს ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და პროფესიული გზის თითოეული ეტაპის დაგეგმვაში დაეხმარება. B&B-ის მენტორობის სქემა მოიცავს:

ხარისხიან მენტორობას: სწავლება გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებში.
პრაქტიკულ რეკომენდაციებს: რჩევები და სტრატეგიები აკადემიური წინსვლისათვის, კლინიკური უნარებისა და პიროვნული განვითარების გასაუმჯობესებლად.
მუდმივ მხარდაჭერას: განგრძობითი დახმარება მენტორებისგან, რომლებიც მზად არიან სტუდენტებს მიზნების მიღწევაში აქტიურად დაეხმარნონ.

რენტგენოლოგიის სემინარი (RadioMastery)


კლუბის ორგანიზებით 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა ვორქშოპი სახელწოდებით _ RadioMastery, რომელსაც ხელმძღვანელობდა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი ნიკა ზირაქაშვილი.

ვორქშოპი ორიენტირებული იყო პრაქტიკულ სწავლებაზე: მონაწილეებმა რეალურ კლინიკურ შემთხვევებზე დაყრდნობით ისწავლეს რადიოგრაფიული გამოსახულებების ინტერპრეტაცია. ღონისძიება განსაკუთრებულად ღირებული აღმოჩნდა იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც სურდათ უნარების გაღრმავება რადიოლოგიაში და გადაუდებელი მედიცინის სფეროს უკეთ გაცნობა.

Blades & Beyond

Blades & Beyond-ის მისიაა, გახდეს საყრდენი სტუდენტებისათვის მედიცინის მიმართულებით სიღრმისეული და მრავალმხრივი განვითარების გზაზე. ორგანიზაცია მიზნად ისახავს სტუდენტების კლინიკური უნარების გაძლიერებას და მათთვის სხვადასხვა მიმართულებების აღმოჩენის შესაძლებლობის მიცემას შინაგანი მედიცინიდან ქირურგიულ დისციპლინებამდე.
მრავალფეროვანი ღონისძიებების, სემინარებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების მეშვეობთ Blades & Beyond ხელს უწყობს კომპეტენციების გაღრმავებასა და მედიცინის ტრადიციული ჩარჩოების მიღმა პროფესიული ხედვის გაფართოებას, რაც ქმნის ნიადაგს მრავალმხრივი და დაბალანსებული სამედიცინო კარიერისათვის.