მიზნები

  • სტუდენტების აღჭურვა კომუნიკაციის აღიარებული მოდელებით, როგორიცაა: ICE, SPIKES და SBAR
  • იმ ძირითადი ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც გავლენას ახდენს OSCE და PLAB ტიპის გამოცდების შედეგებზე
  • დიპლომისშემდგომი პორტფოლიოს დახვეწა დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო ტრენინგ-სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად

აქტივობები

  • ჩარჩო-მოდელებზე დაფუძნებული სწავლება
  • სტრუქტურირებული როლური თამაშები/სცენარები
  • უკუკავშირი თანატოლებისა და ფასილიტატორებისგან
  • ჯგუფური განხილვა და რეფლექსია
  • ოფიციალური უკუკავშირის შეგროვება

ჩატარებული ღონისძიებები

Event Cover

გაცნობითი შეხვედრა

25 აპრილი, 2026

პირველ ოფიციალურ ღონისძიება დაეთმო კლინიკური კომუნიკაციის ტრენინგს.

სესია დაიწყო პროგრამის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მიმოხილვით. სწავლების ნაწილი დაეთმო NHS-ის პრაქტიკაში დამკვიდრებულ მოდელებს, როგორიცაა Calgary-Cambridge, ICE ჩარჩო, signposting და safety netting.

თეორიული ცოდნის გასამყარებლად, სტუდენტებმა ჯერ კლინიკური კონსულტაციის დემონსტრაციას უყურეს, შემდეგ კი მცირე ჯგუფებში გადანაწილდნენ პრაქტიკული სავარჯიშოების შესასრულებლად. პრაქტიკული ნაწილი დასრულდა OSCE-ის სტილის იმიტირებული გამოცდით. გაიცა ინდივიდუალური შეფასებები.

ღონისძიება დასრულდა უკუკავშირის ფორმების შეგროვებით. მიღებული შეფასებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალი ტრენინგების ხარისხის დახვეწასა და გაუმჯობესებაში.

მედკომი

მედკომი ორიენტირებულია ისეთი კრიტიკული უნარების დახვეწაზე, რომლებიც სტუდენტებს ეხმარება როგორც რეალურ პაციენტებთან მუშაობაში, ისე OSCE და PLAB გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტებისა და საერთაშორისო სამედიცინო კურსდამთავრებულებისთვის მთავარ გამოწვევას ხშირად არა თეორიული ცოდნა, არამედ საკომუნიკაციო ბარიერი წარმოადგენს, საზოგადოება წევრებს სთავაზობს უფასო, ყოველკვირეულ სიმულაციურ სესიებს. პაციენტზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და პროფესიული სტანდარტების დანერგვით, მედკომი სტუდენტებს აძლევს თავდაჯერებულობას, რათა მათ წარმატებით გადაინაცვლონ აუდიტორიებიდან პროფესიულ გარემოში.