ფიქრია ვარდოსანიძე

პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით

ფიქრია ვარდოსანიძეს მინიჭებული აქვს ფილოსოფიის მაგისტრისა და განათლების მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. 2007 წლიდან დღემდე, მუშაობს თსუ ხარისხის უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში.

ხოლო, 2011 წლიდან იგი განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრის აკრედიტაციის ექსპეტრია.

2020-2021 წლებში მონაწილეობდა ამერიკის საერთაშორისო საგანამანათლებლო პროგრამაში USAP და წარმატებით დასრულებისათვის მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი - „კვლევის მენეჯმენტი და ლიდერობა“ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიერ.

ფიქრია ვარდოსანიძე არის 10-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო, რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში. მათ შორის, 2018 წელს გამოსცა წიგნი - „მართლადიდებლობისა და კათოლიციზმის დოგმატური სხვაობანი“, რომელსაც მინიჭებული აქვს გრიფი.