სოფიო ტყემალაძე
ასისტენტ-პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
სოფო ტყემალაძეს მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის, LL.M. აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მიერ და მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში (MPA) ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის მიერ. იგი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და კითხულობს ლექციებს საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში, საერთაშორისო ნასყიდობის სამართალსა და მედიაციაში. ის ასევე ხელმძღვანელობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდებს Willem C. Vis საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის, ICC-ს საერთაშორისო კომერციული მედიაციის და IBA/VIAC კონსენსუალური დავების გადაწყვეტის სტუდენტურ შეჯიბრებებში.
სოფო არის აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი-ფასილიტატორი და მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ის ასევე არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე, არბიტრთა სამეფო ინსტიტუტის წევრი (FCIArb) და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) საარბიტრაჟო საბჭოს წევრი.
კონტაქტი: stkemaladze@newvision.ge