პასი სალბერგ

პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით

პასი საჰლბერგი არის ფინელი განათლების სპეციალისტი და ავტორი, რომელიც ფინეთში მუშაობდა სკოლის მასწავლებლად, მასწავლებელთა განათლების სპეციალისტად, მკვლევრად და განათლების პოლიტიკის მრჩევლად. მას შესწავლილი აქვს განათლების სისტემები, გაანალიზებული აქვს განათლების პოლიტიკა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კონსულტაციას უწევდა განათლების რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მას ფართოდ აქვს ნამუშევარი და საჯაროდ უსაუბრია სკოლებში სწავლებისა და სწავლის პროცესებზე, მასწავლებელთა საქმიანობასა და განათლებაზე, საგანმანათლებლო ცვლილებებზე, საერთაშორისო განათლების საკითხებსა და სკოლების მომავალზე.

 

იგი არის მსოფლიო ბანკის განათლების ყოფილი უფროსი სპეციალისტი (ვაშინგტონი, აშშ), ევროპის განათლების ფონდის (European Training Foundation) განათლების მიმართულების წამყვანი ექსპერტი (ტურინი, იტალია), ფინეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული საერთაშორისო მობილობისა და თანამშრომლობის ცენტრის (CIMO) ყოფილი გენერალური დირექტორი (ჰელსინკი, ფინეთი) და ჰარვარდის უნივერსიტეტის ყოფილი მოწვეული პრაქტიკის პროფესორი.

 

პასი საჰლბერგი ასევე იყო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, აკადემიური ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს განათლების საკითხებზე კონსულტაციას უწევდა.

პუბლიკაციები

A Peer reviewed scientific articles
Book Sections, Chapters in Books