ნინო სანადირაძე

პროფესორი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (PhD), პროფესორი კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების კვლევების მიმართულებით.

 

2016–2025 წლებში ნინ სანადირაძე იყო თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, სადაც ხელმძღვანელობდა მუნიციპალური მუზეუმების სისტემის განვითარებას, მუზეუმების რეაბილიტაციასა და თანამედროვე საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროგრამების შექმნას. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მუზეუმების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციას.

 

მისი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, მუზეუმების განვითარებასთან და მეხსიერების კვლევებთან. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროფესიულ ქსელებსა და აკადემიურ პროექტებში. ნინ სანადირაძე არის Thesaurus Poloniae საერთაშორისო კვლევითი პროგრამის (International Cultural Centre, Kraków) უფროსი მკვლევარი (Senior Fellow), რომლის ფარგლებშიც მუშაობს ქართულ-პოლონური კულტურული ურთიერთობებისა და მეხსიერების პოლიტიკის საკითხებზე.

 

2023 წელს ნინი სანადირაძე დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით ქართული კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისათვის. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მიიღო European Museum of the Year Award (EMYA) სპეციალური აღიარება (Special Commendation) ევროპის მუზეუმების ფორუმისგან მუზეუმების განვითარების ინოვაციური პრაქტიკისათვის. 2025 წელს იგი გახდა Kenneth Hudson Award – Institutional Courage and Professional Integrity პრემიის ლაურეატი, რომელიც ევროპის მუზეუმების ფორუმის (European Museum Forum) მიერ გაიცემა მუზეუმების სფეროში განსაკუთრებული პროფესიული სიმამაცისა და პრინციპულობისათვის.

 

ნინი სანადირაძე არის კულტურული მემკვიდრეობის, მუზეუმების პრაქტიკისა და მეხსიერების კვლევების საკითხებზე მრავალი პუბლიკაციის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს კულტურულ მეხსიერებას, მუზეუმების სოციალურ როლს, მეხსიერების პოლიტიკას და კულტურული მემკვიდრეობის მართვას.