მირიან შენგელაია
ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით
მირიან შენგელაიამ 1999 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მას შემდეგ აქტიურად მოღვაწეობს სფეროში, როგორც რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი, მემონტაჟე და ტელე/კინო სპეცტექნიკის ოპერატორი.
1999-2006 წლებში მირიან შენგელაია გახლდათ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამდგმელი ოპერატორი და მემონტაჟე. ამ პერიოდში იმუშავა მრავალ პროექტზე, მათ შორისაა: „საქართველო – უახლესი ისტორია", „კურიერ პოსტ-სკრიპტუმი", „ფსიქო", "ვის უნდა 20000?", "ყველაზე ჭკვიანი", "ხალხის პირისპირ".
2007-2016 წლებში თანამშრომლობდა მრავალ ტელეკომპანიასთან, რეჟისორის, დამდგმელი ოპერატორისა და მონტაჟის რეჟისორის რანგში. იმუშავა პროექტებზე: „წითელი ზონა", „ცხოვრება მშვენიერია", „ჯეობარი", „ვოისი საქართველო" და „დიდი ქართველები".
მირიან შენგელაიას აქვს სარეკლამო, საიმიჯო და მუსიკალურ კლიპებზე მუშაობის გამოცდილება. ასევე, ის გახლავთ 6 მხატვრული ფილმის დამგმელი ოპერატორი, მათ შორის ფილმმა „სუსა" მოიპოვა 4 „გრან პრი“ მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე.
2018 წლიდან დღემდე, „რადიო თავისუფლებისთვის“ ამზადებს დოკუმენტურ სერიებს „ანარეკლები", „+-21" და „ფენოვანი 2.30".