
პროფესორი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით
მარინა ვაშაყმაძე, 30 წელი პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში. გაიარა ჟურნალისტური საქმიანობის ყველა საფეხური რეპორტიორობიდან - მედიასაშუალებების ხელმძღვანელობამდე. სხვადასხვა დროს იყო - ევრონიუს გლობალის საბჭოს წევრი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სტრატეგიული მრჩეველი, რამდენიმე გამოცემის დამფუძნებელი და რედაქტორი, მრავალი სტატიის სიუჟეტისა თუ დოკუმენტური ფილმის ავტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარების პროგრამის ხემძღვანელად, (ICFJ_Promedia II).
პარალელურად, მარინა ვაშაყმაძე მრავალი წელია იკვლევს მედიას და კითხულობს ლექციებს თსუ-სა თუ სხვა ჟურნალისტურ სკოლებში. სხვადასხვა დროს იყო - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; GIPA-ს მედიასკოლის ლექტორი და პუბლიკაციების ხელმძღვანელი. მიწვეული პროფესორი ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში (USA); კავკასიის მედიასკოლის სრული პროფესორი. ამჟამად არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციების სკოლის დეკანი.