მაია ქუთათელაძე
ასოცირებული პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით
მაია ქუთათელაძეს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ 2018 წელს. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტი და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ლინგვისტიკაში. 2002 წლიდან ასწავლის ინგლისურ ენას სხვადასხვა უნივერსიტეტში როგორც მოწვეული ლექტორის, ისე აკადემიური პერსონალის სტატუსით. 2009 წლიდან თანამშრომლობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან. ის მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. მაია ქუთათელაძე არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი განათლების, ლიგვისტიკის და წერითი კომუნიკაციის შესახებ.