
ლამარა ქადაგიძე
ასოცირებული პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით
ლამარა ქადაგიძეს მიენიჭა განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 2004 წელს. მან უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია გაიარა განათლების ადმინისტრირების და ლინგვისტიკის დარგში ნებრასკის უნივერსიტეტში (ლინკოლნი, აშშ). არის CELTA, TESOL და TELC კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების და ფორუმების მოდერატორი და სამეცნიერო ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი განათლების ადმინისტრირების, ლიდერობის და მენეჯმენტის, უცხოური ენების სწავლების მეთოდიკის, ლინგვისტიკის, პროფესიული კომუნიკაციის, სოციალური და კულტურული სწავლებების, ფინანსების და ტურიზმის სფეროში.