თინათინ გაბრიჩიძე
ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების მიმართულებით

თინათინ გაბრიჩიძე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი ფლობს განათლების მეცნიერების დოქტორის ხარისხს და აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრირების, ასევე უმაღლეს განათლებაში სწავლებისა და კვლევის მიმართულებით. ის ამჟამად ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტის აღმასრულებელი მენეჯერია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში, ევროპის უნივერსიტეტთა ასოცაიციის თემატური ჯგუფების მუშობაში, იყო მომხსენებელი ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმზე (EQAF) და ევროპული სწალება-სწავლის ფორუმზე (European Teaching and Learning Forum), ასევე სხვა საერთაშორისო კონფერენციებზე.

თინათინი გახლავთ სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორი და უმაღლესი განათლების ექსპერტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.