ელზა ქეცბაია
ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით
ელზა ქეცბაიას მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ეგზეტერის უნივერსიტეტის მიერ 2014 წელს, ხოლო ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი 2004 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ.
2020 წლიდან იგი არის „ევრონიუს ჯორჯიას“ დილის გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქართულ და უცხოურ მედიაში. 2009 წლიდან 2014 წლამდე იყო საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ერთ-ერთი პოლიტიკური ტოქშოუს პროდიუსერი. 2013 წლიდან 2019 წლამდე გახლდათ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის ჟურნალისტი და ფაქტების გადამმოწმებელი. 2009 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანზიშენს ონლაინის“ მედია პროექტების მენეჯერად საქართველოში.