დავით ფარულავა
ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით
დავით ფარულავას ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. მედიაკვლევების მაგისტრის ხარისხი მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი – ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი). 2014-2019 წლებში მუშაობდა ჟურნალ „ლიბერალის” რეპორტიორად, ხოლო 2017-2020 წლებში ონლაინგამოცემა oc-media.org-ის ჟურნალისტად. 2021 წლიდან მუშაობს საერთაშორისო გამოცემა POLITICO Europe-ისთვის.