ზურაბ მაისურაძე

ასისტენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ზურაბ მაისურაძე არის კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და მედიაციის ექსპერტი, რომელსაც აქვს 18-წლიანი აკადემიური და 15-წლიანი კორპორაციული მართვის გამოცდილება. ის ამჟამად მუშაობს მის YodTalks Authenticity მეთოდოლოგიაზე, რომელიც აერთიანებს კომუნიკაციის, ლიდერობის, მოლაპარაკებებისა და ფსიქოლოგიის თანამედროვე მიდგომებს. იგი ამავდროულად სამეცნიერო კვლევას აწარმოებს ამ მიმართულებით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე.

 

ზურაბი წლების განმავლობაში ასწავლიდა წამყვან ქართულ უნივერსიტეტებში, მათ შორის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა კურსებს სამედიცინო კომუნიკაციაში, მოლაპარაკებებში, ორგანიზაციულ ქცევაში, გაყიდვებსა და სტრატეგიულ კომუნიკაციაში.

 

აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ის თანამშრომლობს წამყვან ბიზნეს-ორგანიზაციებთან და ატარებს ტრენინგებს ავთენტურ მოლაპარაკებებში, მედიაციაში, ლიდერობის განვითარებაში, პაციენტზე ორიენტირებულ კომუნიკაციასა და ცვლილებების მართვაში. ზურაბი ასევე აგრძელებს მუშაობას როგორც კომუნიკაციის, ლიდერობისა და მედიაციის ინდივიდუალური და კორპორატიული ქოუჩი/კონსულტანტი.