ზაურ სულაქველიძე
ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით
ზაურ სულაქველიძეს, 2018 წელს - ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამართლის ბაკალავრის სტატუსი, ხოლო 2020 წელს - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა - სამართლის მაგისტრის სტატუსი მიანიჭა. ზაურ სულაქველიძე, მიმდინარე ეტაპზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს.
ზაურ სულაქველიძე სხვადასხვა დროს - სხვადასხვა კერძო ორგანიზაციის და ფინანსური ინტიტუტის მრჩეველი იყო, მათ შორის, 2016-2019 წლებში დასაქმებული იყო სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ოქეი“-ს იურისტის, ხოლო 2019-2022 წლებში - სააქციო საზოგადოება „პაშა ბანკი საქართველოში“ - ჯერ იურისტის, ხოლო შემდგომ - წამყვანი იურისტის პოზიციებზე.
მიმდინარე ეტაპზე, ზაურ სულაქველიძე უფროსი იურისტის პოზიციას იკავებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკში“ და ამავე დროს, წარმოადგენს „CAMEX Airlines”-ის და „Agro Energy”-ს იურიდიულ მრჩეველს.