ვერა ოკუნევა
ასოცირებული პროფესორი უჯრედული ბიოლოგიის მიმართულებით
ვერა ოკუნევას მოპოვებული აქვს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2013).  2006-2013 წლებში იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნეიროანატომიის დეპარტამენტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2013-2022 წლებში მუშაობდა ექსპერტად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიურ დეპარტამენტში. ამჟამად, ვერა ოკუნევა NVU-ში არსებული Carl Zeiss-ის  სახელობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის მთავარი მკვლევარია.