ვალენტინა რიტა სკოტი
პროფესორი შედარებითი საჯარო სამართლის მიმართულებით
ვალენტინა რიტა სკოტი ფლობს დოქტორის ხარისხს შედარებითი საჯარო სამართლის მიმართულებით (სიენის უნივერსიტეტი, იტალია) და მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში (LUISS, რომი, იტალია). ის არის ასოცირებული პროფესორი შედარებით საჯარო სამართლის მიმართულებით ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის სამართლისა და მმართველობის სკოლაში (ათენი, საბერძნეთი) და მუდმივი მოწვეული პროფესორი ადამიანის უფლებათა ინტერამერიკულ აკადემიაში (არტეაგა, მექსიკა). მუშაობდა პოსტ-დოქტორანტ მკვლევარად კოჩის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში (სტამბოლი, თურქეთი), სადაც ატარებდა კურსებს: „კონსტიტუციურ სამართალში შესავალი“ და „გენდერული დისკრიმინაცია და სამართალი“. ასევე იყო LUISS-ის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პოსტ-დოქტორანტი, სადაც მუშაობდა დამხმარე პროფესორად შედარებითი საჯარო სამართლის და ისლამური ქვეყნების ისტორიისა და ინსტიტუციების განხრით. გარდა ამისა, კითხულობდა ლექციებს რამდენიმე საერთაშორისო კურსში, ჟან მონეს მოდულებში და იტალიის ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლაში. ვალენტინა რიტა სკოტი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და კონფერენციებში და იყო მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის მონაწილე. კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო ასოციაციაში (IACL-AIDC) გახლავთ კვლევითი ჯგუფის „გენდერი და კონსტიტუციების“ თანათავმჯდომარე და „უცხოური პრეცედენტების ინტერესთა ჯგუფის“ წევრი. ასევე არის კოჩის უნივერსიტეტის გენდერული კვლევების ცენტრისა (Koç-Kam) და LUISS Centro Studi sul Parlamento – CESP-ის წევრი.