ვახტანგ ზაალიშვილი
პროფესორი, კერძო სამართლის მიმართულებით
ვახტანგ ზაალიშვილი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კერძო სამართლის მიმართულებით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. ამჟამად ასევე არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2014 წლიდან და შავი ზღვის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან, „შრომის სამართლის კრებულის" თანაავტორი და რედაქტორი (თსუ, 2014). 2008-2010 წლებში ვახტანგ ზაალიშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 1998-2005 წლებში - ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში და ჟურნალ „ქართული სამართლის მიმოხილვის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. ხოლო 1997-1998 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი.