თინათინ ზურაშვილი
პროფესორი, სამედიცინო ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით
  თინათინ ზურაშვილმა 2002 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის ფაკულტეტი. 2013 წელს მას მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი ბარსელონის აუტონომიური უნივერსიტეტის მიერ (ესპანეთი, კატალონია). 2013 წლიდან 2015 წლამდე იგი მუშაობდა პოსტდოქტორალურ მეცნიერ თანამშრომლად სამეცნიერო კვლევით ცენტრში ლიეჟის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე  (ბელგია).  საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობა დაიწყო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში (დტსუ) 2016 წლიდან-დღემდე. მან არაერთხელ მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია (2018-2021), რომლის ფარგლებში შლეზვიგ-ჰოლშტაინის ქ. კილის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია) მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო პროექტზე. თინათინ ზურაშვილი არის  არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი/თანაავტორი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე.