თინათინ კილასონია
პროფესორი, პათოლოგიის მიმართულებით
თინათინ კილასონიამ 2003 წელს დაამთავრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი. 2006 წელს მიენიჭა სახელმწიფო სერტიფიკატი პლასტიკურ ქირურგიაში და ასევე, დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში. თინათინ კილასონიას გავლილი აქვს მრავალი ტრენინგ კურსი ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.  იგი არის ესთეტიკური ცენტრის TA esthetic center-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ექიმი. 2006 წლიდან დღემდე აქტიურად გახლავთ ჩართული სხვადასხვა უნივერსიტეტების სწავლების პროცესში. დავით ტვილდიანის უნივერსიტეტში 2019-2020 წლებში იყო სასწავლო მეთოდური დეპარტამენტის სპეციალისტი, ხოლო 2020-2022 წლებში – სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩაბარებული აქვს ამერიკის სალიცენზიო გამოცდა USMLE. 2022 წლიდან, თინათინ კილასონია არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი.