თინათინ ერქვანია
ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით
დაასრულა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი (2002-2006) და მაგისტრატურა (2007-2009). სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტისა (2007), და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტებზე. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე დაასრულა მაგისტრატურა (LL.M – 2008-2010), აგრეთვე, დაიცვა დისერტაცია საჯარო სამართლის მიმართულებით (Ph.D. in Law, 2011-2016).   აქვს სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კონსტიტუციონალიზმის რეგიონული განვითარების ცენტრი, ასევე, იურიდიული კომპანია - Hengeler Mueller (ბერლინის ბიურო), სადაც იყო მეცნიერ-თანამშრომელი საკონსტიტუციო სამართლისა და საჯარო ეკონომიკური სამართლის მიმართულებით.   თინათინ ერქვანია გახლდათ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (2017-2018) და შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი (2019).   2017 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის: GIPA (ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, 2017-2022), თსუ, საქართველოს უნივერსიტეტი. ასევე იყო მასარიკის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი (ჩეხეთი) და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული მკვლევარი. 2020-2022 წლებში გახლდათ GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკოს სკოლის ბაზაზე არსებული ცენტრის - „სამართლისა და საზოგადოების კვლევის ცენტრი გლობალურ კონტექსტში“ ხელმძღვანელი.   2021 წლიდან დღემდე არის ა(ა)იპ „კონსტიტუციური მმართველობის ცენტრი - საქართველოს“ და იურიდიული კომპანია - „ერქვანია და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.