თომას მარია კრუსმანი
პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით
თომას კრუსმანი გერმანული კვალიფიკაციის მქონე იურისტია; მას ადვოკატად და კონსულტანტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ვენასა და მოსკოვში. ამჟამად ის უფროსი მრჩეველია ვენის საადვოკატო ფირმაში Lansky Ganzger + Partner, ამას გარდა, ლონდონსა და მოსკოვში „ურუსის კონსულტანტთა საბჭოს“ მრჩეველია. ის არის სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო კორპორაციული თანხმობისა და ბიზნესის ეთიკის“ აკადემიური დირექტორი მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში. ამასთანავე, თომას კრუსმანი კოორდინატორია ერასმუსის პროექტისა, რომელიც „მოსამართლეებისთვის, პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის სამაგისტრო პროგრამების მოდერნიზაციის განხრით, უმაღლეს განათლებაში პოტენციალის ზრდას ითვალისწინებს ევროპის ადამიანის უფლებათა სტანდარტის შესაბამისად“ უკრაინასა და ბელორუსში, გრაცის უნივერსიტეტის ჩართულობით. როგორც კავკასიის შესწავლის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი, ის დიდ დროს უთმობს კავკასიის რეგიონის ფართოდ შესწავლას, მათ შორის, რედაქტორია წიგნების სერიისა „კავკასიის ევროპული კვლევა“. კრუსმანი დამფუძნებელი დირექტორია რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევითი ცენტრისა გრაცის უნივერსიტეტში, ხოლო ყაზანის ფედერალურ უნივერსიტეტში 2010-15 წლებში მიწვეული პროფესორი იყო. გარდა კავკასიის საკითხებისა, მის ინტერესებში შედის შედარებითი, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართალი, კორუფცია და სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა. ის იურისპრიდენციის უმაღლესი სკოლის|მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარეა და რუსეთის, უკრაინისა და ცენტრალური აზიის არაერთ წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.