თეა ჩიტაძე

ასოცირებული პროფესორი მედიცინისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით

თეა ჩიტაძე არის ექიმი-კარდიოლოგი, ექოკარდიოსკოპიის სპეციალისტი და მედიცინის დოქტორი (PhD). დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და გაიარა სარეზიდენტო პროგრამა კარდიოლოგიაში.

 

ფლობს ექიმი-კარდიოლოგის, კარდიოექოკარდიოგრაფიისა და გადაუდებელი მედიცინის სახელმწიფო ლიცენზიებს. პროფესიული განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის ფარგლებში აქვს საერთაშორისო გამოცდილება და მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესში, მათ შორის Global Cardio-Oncology Summit-ში.

 

2011 წლიდან საქმიანობს კარდიოლოგიის სფეროში როგორც კლინიკური, ასევე აკადემიური მიმართულებით. ამჟამად არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პრაქტიკოსი კარდიოლოგი და მკვლევარი კარდიოლოგიის ინსტიტუტში.