თამარ კვარაცხელია
პროფესორი ენდოკრინოლოგიის მიმართულებით

თამარ კვარაცხელიას 2013 წელს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის სტატუსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. 2017 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით და გახდა სერთიფიცირებული ექიმი ენდოკრინოლოგი. სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში კლინიკური პრაქტიკა გაიარა თურქეთში, ქ. ერზრუმის ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტში. 2022 წელს მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის პროგრამაზე, ადამიანის გენეტიკისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. 2014 წლიდან იკავებს მოწვეული მასწავლებლის პოზიციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ინგლისურ და ქართულენოვან პროგრამებზე. 2018 წლიდან ეწევა კლინიკურ პრაქტიკას ექიმ-ენდოკრინოლოგად. 2020 წლიდან მუშაობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, როგორც აკადემიური ასევე კლინიკური ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. იგი არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის მონაწილე. მოხსენებები წარდგენილი აქვს 12 საერთაშორისო კონფერენციაზე. არაერთხელ გახდა დიაბეტის შემსწავლელი ევროპის ასოციაციის, უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის აკრედიტაციის საბჭოსა და ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების გრანტების მფლობელი. გამოქვეყნებული აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი. არის მრავალი პროფესიული, საერთაშორისო ასოციაციის წევრი.