სოფიო ტატიშვილი

ასოცირებული პროფესორი შინაგანი მედიცინის მიმართულებით

სოფიო ტატიშვილს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი 2018 წელს. 2001-2004 წლებში გაიარა რეზიდენტურის პროგრამა სპეციალობით „კარდიოლოგია“ თსსუ აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში. 2004-2010 წლებში მუშაბოდა თსსუ აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიურ განყოფილებაში ექიმ-კარდიოლოგად. 2014-2015 წლებში ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამით, როგორც დოქტორანტი სწავლობდა საფრანგეთში, ტულუზის პოლ საბატიეს უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წელს ამავე პროგრამის ფარგლებში იგი სწავლობდა თესალონიკში, არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი). 2010-2016 წლებში სოფიო ტატიშვილი მუშაობდა სამედიცინო ცენტრ „იუნონაში“ ექიმ-კარდიოლოგად. მას გავლილი აქვს კლინიკური სტაჟირება ავსტრიის ქალაქ გრაცის საუნივეტსიტეტო კლინიკაში (2016 და 2019 წწ). იგი არის ოთხი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2004 წლიდან მუშაობს მოწვეულ ლექტორად, ხოლო 2013 იყო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. სოფიო ტატიშვილი არის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი.

პუბლიკაციები

        „The interplay between Sars-Cov-2 infection related cardiovascular diseases and depression. Common mechanisms, shared symptoms“, Am Heart J Plus. 2024 Jan 18; 38:100364. doi: 10.1016/j.ahjo.2024.100364. PMID: 38510743; PMCID: PMC10945907.