სოფიო ტატიშვილი
ასოცირებული პროფესორი შინაგანი მედიცინის მიმართულებით
სოფიო ტატიშვილს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი 2018 წელს. 2001-2004 წლებში გაიარა რეზიდენტურის პროგრამა სპეციალობით „კარდიოლოგია“ თსსუ აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში. 2004-2010 წლებში მუშაბოდა თსსუ აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიურ განყოფილებაში ექიმ-კარდიოლოგად. 2014-2015 წლებში ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამით, როგორც დოქტორანტი სწავლობდა საფრანგეთში, ტულუზის პოლ საბატიეს უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წელს ამავე პროგრამის ფარგლებში იგი სწავლობდა თესალონიკში, არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი). 2010-2016 წლებში სოფიო ტატიშვილი მუშაობდა სამედიცინო ცენტრ „იუნონაში“ ექიმ-კარდიოლოგად. მას გავლილი აქვს კლინიკური სტაჟირება ავსტრიის ქალაქ გრაცის საუნივეტსიტეტო კლინიკაში (2016 და 2019 წწ). იგი არის ოთხი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2004 წლიდან მუშაობს მოწვეულ ლექტორად, ხოლო 2013 იყო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. სოფიო ტატიშვილი არის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი.