სილვია ფესტუჩია
პროფესორი, არქეოლოგიის მიმართულებით
სილვია ფესტუჩიას დოქტორის ხარისხი არქიტექტურასა და მემკვიდრეობაში ალფონსო X ელ საბიოს უნივერსიტეტმა (ესპანეთი) მიანიჭა, მაგისტრის ხარისხი ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიაში კი – რომის საპიენცას უნივერსიტეტმა (იტალია).
ის ასწავლის არქეოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ხელოვნების ისტორიას (ახლო აღმოსავლეთის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის კულტურები) არქეოლოგიური მემკვიდრეობის სპეციალიზაციის საუნივერსიტეტო სკოლაში, რომელიც შეიქმნა Suor Orsola Benincasa უნივერსიტეტისა და ლუიჯი ვანვიტელის უნივერსიტეტის მიერ. არის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის საპატიო მკვლევარი. ასევე, გახლავთ „მულტიდისციპლინური არქეოლოგიური პროექტის“ ხელმძღვანელი ლიბანში და იტალიის კულტურის სამინისტროს სპეციალური ზედამხედველობის PNRR სამდივნოს ექსპერტი არქეოლოგი. მონაწილეობს მემკვიდრეობის მეცნიერების ინსტიტუტის - CNR (იტალია) კვლევაში.
სილვია ფესტუჩია ჩართული იყო სხვადასხვა არქეოლოგიურ მისიაში, ხელმძღვანელობდა გათხრებსა და კვლევებს სირიაში, ლიბანში, ირანში, მაროკოში, საბერძნეთსა და იტალიაში. ასევე მონაწილეობდა წყალქვეშა არქეოლოგიურ პროექტებში იტალიასა და ლიბანში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და სტატიები პრეკლასიკური ცივილიზაციებისა და არქეოლოგიური გათხრების (იტალია; ახლო აღმოსავლეთი) შესახებ.