
ასოცირებული პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
შოთა კაკაბაძე არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე მოწვეული ლექტორი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
2021–2025 წლებში იგი მუშაობდა პოლიტიკის ანალიტიკოსად საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში (GIP). 2023–2024 წლებში იყო პოსტდოქტორანტი იშკეტე - ლისაბონის უნივერსიტეტის ინსტიტუტში (Iscte – University Institute of Lisbon), პორტუგალიაში. მას მოპოვებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი ტარტუს უნივერსიტეტიდან (ესტონეთი), სადაც ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროკავშირ–რუსეთის ურთიერთობების პროგრამაში.
დოქტორანტურის პერიოდში იგი შვედეთის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში მუშაობდა მკვლევრად უფსალას უნივერსიტეტის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების უმცროს მკვლევრად ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან შიტეს სახელობის პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტში.
მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ეროვნული იდენტობის დისკურსებს, საგარეო პოლიტიკას და აღმოსავლეთ პარტნიორობას. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი, რომლებიც ეხება ქართული ეროვნული იდენტობისა და საგარეო პოლიტიკის ურთიერთკავშირს.