შაჰზია ფატმა აბას ტაჰირი
ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
შაჰზია ფატმა აბას ტაჰირმა პოლიტიკურ მეცნიერებათა კვლევების განხრით გაერთიანებულ სამეფოში მაგისტრის ხარისხი დაიცვა და ლონდონის იურიდიულ კოლეჯში აიღო მაგისტრის დიპლომი მას მერე, რაც ლონდონის ბრიუნელის უნივერისიტეტში სამართლის ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით დაიცვა. პრაქტიკა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ მოწინავე იურიდიულ ფირმაში  გაიარა და ამის შემდეგ ლონდონში იურისტთა საზოგადოებამ 2000 წელს უმაღლესი სასამართლოს რწმუნებულად გაამწესა. შაჰზიამ ჯერ სისხლისა და საოჯახო სამართალში იმუშავა, შემდეგ საერთაშორისო განქორწინებებისა და საოჯახო საქმეების წარმოებას მიჰყო ხელი, რითიც სახელი გაითქვა, როგორც საოჯახო სამართლის მცოდნე და გამოცდილმა იურისტმა და 2011-16 წლებში იურისტთა საზოგადოებამ მოწინავე საოჯახო იურისტის აკრედიტაცია მიანიჭა. ის რეზოლუციის (გაერთიანებული სამეფო) წევრია და 2007 წლიდან „ქალთა უფლებების“ საქველმოქმედო ორგანიზაციას უანგარო იურიდიულ რჩევებს აძლებს. 2015 წლიდან შაჰზიას დოქტორანტებისთვის გამოცდის - „კომუნიკაცია და სამედიცინო ეთიკა“, ჩატარებაში თავისი წვლილი შეაქვს. ეს გამოცდა საერთაშორისოდ არის აღიარებული. 2018 წელს ის ექიმთა სამეფო კოლეჯის მიერ საერთო შინაგანი მედიცინის სპეციალისტ-მრჩეველთა კომიტეტის წარმომადგენლად და სერტიფიკატების გამცემი სპეციალური ჯგუფის წევრად დაინიშნა. მას რეგულარულად იწვევენ პანელზე, სადაც ექიმთა სამეფო კოლეჯში თანამდებობრივი დანაშაულებები განიხილება. თავისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სურვილის წყალობით შაჰზია 2019 წლის მაისში სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა.