სანჯივ მასკარა

პროფესორი საოჯახო და გერიატრიული მედიცინის მიმართულებით
დოქტორმა მასკარამ დაამთავრა ინდოეთის ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟული სამედიცინო სკოლა CMCH ქალაქ ველურუში, ასპირანტურა კი საოჯახო მედიცინის განხრით აბერდინში, შოტლანდიაში გაიარა. 23 წელიწადი კლინიკური მედიცინის სამ სხვადასხვა განხრას დაუთმო - საოჯახო მედიცინის, მოხუცებულთა მოვლისა და ქრონიკური დაავადებების მართვის განხრით მუშაობდა გაერთიანებულ სამეფოში (NHS-ში), ავსტრალიასა (Medicare-ში) და ინდოეთში. დაკავებული იყო სამედიცინო განათლებით. ის არის საერთო პრაქტიკის ექიმი, ტრენერი, NHS-ის საერთო პრაქტიკის ექიმების შემფასებელი, CCG-ის საბჭოს წევრი და მრჩეველ-სპეციალისტი მოვლის ხარისხის კომისიაში (გაერთიანებული სამეფო). მისი მოწოდებაა სწავლება და მომზადება; ამჟამად ასწავლის FY1-2-ის ექიმებსა და საერთო პრაქტიკის ორდინატორებს დიდ ბრიტანეთში. გამოცემული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო კვლევა რეცენზირებულ ჟურნალებში; კვლევებს ასევე წარადგენს უამრავ ეროვნულ თუ საერთაშორისო კონფერენციაზე.