სანჯაია კალკური

ასოáƒȘირებული áƒžáƒ áƒáƒ€áƒ”áƒĄáƒáƒ áƒ˜ მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით
სანჯაია კალკური 2012 წლიდან გაჼლავთ კონსულჱანჱი საუთენდის საუნივერსიჱეო კლინიკაჹი, განსაკუთრებული ინჱერესით გინეკოლოგიურ ონკოლოგიაჹი, კოლპოსკოპიასა და ამბულაჱორიულ გინეკოლოგიაჹი და მინიმალური ჹემჼებლობით áƒ„áƒ˜áƒ áƒŁáƒ áƒ’áƒ˜áƒáƒĄáƒ და მენოპაუზასთან. 2014 წლიდან არის საუთენდის საუნივერსიჱეჱო კლინიკური კოლეჯის პედაგოგი მეანობისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. მისი áƒźáƒ”áƒšáƒ›áƒ«áƒŠáƒ•áƒáƒœáƒ”áƒšáƒáƒ‘áƒ˜áƒ— განყოჀილებალი გარდაიჄმნა განათლების დონე. 6 წელიწადჹი მოაჼერჼა და არსებული განათლების ქáƒȘენარი ჹეáƒȘვალა, განყოჀილება გადააჄáƒȘია საუკეთესო სასწავლო ერთეულად მთელ დიდ ბრიჱანეთჹი, რაáƒȘ 2018 წლის áƒšáƒ”áƒ€áƒáƒĄáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ საყოველთაო ჱესჱირების (TEF) დროსაáƒȘ დადასჱურდა. TEF-იქ კვლევა áƒ©áƒáƒąáƒáƒ áƒ“áƒ RCOG-იქ მიერ. ბოლო წლებჹი მათ GMC-იქ კვლევებით მოწინავე პოზიáƒȘია უკავიათ. ასევე, 2015 წელს, იქ RCOG-იქ სასწავლო კომიჱეჱმა აჩმოსავლეთ ინგლისის რეგიონის პირველ მწვრთნელად აირჩია. ამას გარდა, 2018 წელს საუთენდის კლინიკამ პრემიით დააჯილდოვა კლინიკური წარმაჱებებისთვის. იმავე წელს RCOG-მა საუკეთესო სასწავლო დანაყოჀი მიაკუთვნა. 2018 წლიდან გაჼლავთ პროგრამების ასოáƒȘირებული áƒ“áƒ˜áƒ áƒ”áƒ„áƒąáƒáƒ áƒ˜ (ATPD) მეანობისა და გინეკოლოგიის მიმართულებით აჩმოსავლეთ ინგლისის მეანობისა და გინეკოლოგიის ჹემსწავლელ სკოლაჹი. ამ პოზიáƒȘიიდან თვალყურს ადევნებს áƒ€áƒáƒ™áƒŁáƒšáƒąáƒ”áƒąáƒ˜áƒĄ განვითარებას. მინდობილი áƒáƒ„áƒ•áƒĄ RCOG-იქ აჼალი სასწავლო გეგმის დანერგვა და აჼალი áƒ•áƒ”áƒ‘áƒžáƒáƒ áƒąáƒ€áƒáƒšáƒ˜áƒáƒĄ ჹემუჹავება. ამასთანავე, მონაწილეობს ეკვივალენჱობასთან დაკავჹირებით RCOG-იქ კომიჱეჱის მუჹაობაჹი. ამ პოზიáƒȘიიდან ასპირანჱებს áƒáƒ€áƒáƒĄáƒ”áƒ‘áƒĄ GMC-იქ რეესჱრჹი სპეáƒȘიალისჱების საჼით ჹესაყვანად. ასევე, სპეáƒȘიალისჱებს რეგულარულად ამზადებს სპეáƒȘიალობაჹი და საერთო áƒžáƒ áƒáƒ„áƒąáƒ˜áƒ™áƒ˜áƒĄ áƒ”áƒ„áƒ˜áƒ›áƒ”áƒ‘áƒĄ ასწავლის áƒ€áƒáƒ™áƒŁáƒšáƒąáƒáƒąáƒŁáƒ  საგნებს. სანჯაია კალკური დაკავებული გაჼლავთ კვლევით და რამდენიმე სასამართლო პროáƒȘესზე მკვლევრის მოვალეობა აკისრია.