სალომე ფრუიძე
ასისტენტ-პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
სალომე ფრუიძეს მიენიჭა იურისტისა და LL.M-ის აკადემიური ხარისხები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ; იგი არის საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიატი; მას გავლილი აქვს სტრასბურგის რობერტ შუმანის უნივერსიტეტის პირველი საფეხურის სამაგისტრო პროგრამა (2007–2008წწ.). სალომე ფრუიძეს აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. მათ შორის: განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში (2009–2010წწ.), განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (2010-2011წწ.), თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში (2011–2012წწ.) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2012წ.). 2013 წლის იანვრიდან იგი მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სადაც ჰყავს სამუშაო ჯგუფები კერძო სამართლის მიმართულებით. საკონტაქტო ინფორმაცია: spruidze@newvision.ge