სალომე კანდელაკი

ასისტენტ-პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

სალომე კანდელაკი არის ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და პროექტების მართვის ოფისის მენეჯერი. იგი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში (GIP) პროექტის მენეჯერისა და პოლიტიკის ანალიტიკოსის პოზიციას იკავებდა.

 

2026 წელს სალომე კანდელაკმა მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ).

 

2024–2025 წლებში სალომე კანდელაკი იყო ევროკავშირის პროგრამის სტიპენდიანტ-მკვლევარი ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯში (College of Europe, Natolin) პოლონეთი და შემდგომ ბრიუსელში მდებარე ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრში (CEPS).

 

სალომე ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს: ერთს პოლიტიკის მეცნიერებაში ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (CEU), სპეციალიზაციით შედარებით პოლიტიკაში, ხოლო მეორეს საჯარო ადმინისტრირებაში (MPA), გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Speyer) და თსუ-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამიდან.

 

მისი კვლევითი და პროფესიული ექსპერტიზა ფოკუსირებულია შედარებით ანალიზზე, განსაკუთრებული აქცენტით ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობაზე, ეროვნულ მედეგობაზე, შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებასა და დემოკრატიზაციაზე. მას ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 30 ანალიტიკური და მათ შორის სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში.

 

კვლევით საქმიანობასთან ერთად, სალომე კანდელაკს აქვს ფართო გამოცდილება პროექტების დიზაინში, მართვაში და საპროექტო განაცხადების მომზადებაში. ბოლო რვა წელში მან წარმატებით განახორციელა 20-ზე მეტი კვლევითი, თუ პრაქტიკული პოლიტიკის განვითარების პროექტი და დაწერა 60-ზე მეტი საგრანტო განაცხადი საერთაშორისო დონეზე მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე საერთაშორისო საგრანტო კონკურსებისთვის.