საიდ სალიმ საიდ ალ-ლანჀარი

ასოáƒȘირებული áƒžáƒ áƒáƒ€áƒ”áƒĄáƒáƒ áƒ˜ ბიზნესის ადმინისჱრირების მიმართულებით
საიდ სალიმ საიდ ალ-áƒšáƒáƒœáƒ€áƒáƒ áƒ˜áƒĄ არაერთ აჩმასრულებელ თანამდებობაზე უმუჹავია როგორáƒȘ ადგილობრივ, ისე საერთაჹორისო კომპანიებჹი, სადაáƒȘ ინიდივიდუალურ და კორპორაáƒȘიულ დონეზე მართავდა და ჹეიმუჹავებდა სჼვადასჼვა სერვისს. ასევე ნამუჹევარი áƒáƒ„áƒ•áƒĄ ომანჹი ჱურიზმის áƒĄáƒ”áƒ„áƒąáƒáƒ áƒ˜áƒĄ განვითარებაზე, რისთვისაáƒȘ დაუსაჼავს სჱრაჱეგიები და რეგიონული და საერთაჹორისო კონჀერენáƒȘიები და გამოჀენები მოუწყვია. ამჟამად იქ ომანის áƒĄáƒáƒ™áƒáƒœáƒ€áƒ”áƒ áƒ”áƒœáƒȘიო & áƒĄáƒáƒ’áƒáƒ›áƒáƒ€áƒ”áƒœáƒ áƒȘენჱრის აჩმასრულებელი áƒ“áƒ˜áƒ áƒ”áƒ„áƒąáƒáƒ áƒ˜áƒ, რომელსაáƒȘ â€žáƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒáƒ—áƒ აჼალი მიმართულება áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒáƒšáƒ˜â€œ ჰჄვია. სანამ 2018 წელს ომანის áƒĄáƒáƒ™áƒáƒœáƒ€áƒ”áƒ áƒ”áƒœáƒȘიო და áƒĄáƒáƒ’áƒáƒ›áƒáƒ€áƒ”áƒœáƒ áƒȘენჱრს áƒ©áƒáƒŁáƒ“áƒ’áƒ”áƒ‘áƒáƒ“áƒ სათავეჹი, ომანის საჱელეკომუნიკაáƒȘიო კომპანია „ომანჱელჹი“ 2016 წლიდან კომუნიკაáƒȘიების მარკეჱინგის და წარმოების გენერალური მენეჯერი იყო. საიდ სალიმ საიდ ალ-ლანჀარიმ რვა ნაყოჀიერი წელი გააჱარა ომანჹი, ყაჹარიქ ჱელეკომპანიაჹი (Ooredoo). ამ დროის განმავლობაჹი მას არაერთი მაჩალი თანამდებობა ეკავა: ბიზნესისა და მარკეჱინგის áƒ“áƒ˜áƒ áƒ”áƒ„áƒąáƒáƒ áƒ˜ (2013-2016), ბიზნესის განვითარების áƒ’áƒáƒœáƒ§áƒáƒ€áƒ˜áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ áƒŁáƒ€áƒ áƒáƒĄáƒ˜ (2011-2013) და წარმოებისა და მომსაჼურების გუნდის áƒźáƒ”áƒšáƒ›áƒ«áƒŠáƒ•áƒáƒœáƒ”áƒšáƒ˜ (2008-2011). ალ-ლანჀარი ასევე ნამუჹევარია საემიეროების ჱელეკომპანიაჹი (DU) წარმოების მენეჯერად. ამას გარდა, იქ საერთაჹორისო სჱარჱაპის გუნდის წევრი იყო, რომელმაáƒȘ  კომპანია 2006 წელს აამუჹავა. 2005-06 წლებჹი ალ-ლანჀარი წარმოების დეველოპერად მუჹაობდა „ომან-მობაილჹი“, ჼოლო 2003-2005 წლებჹი სულთან კაბუსის უნივერსიჱეჱის áƒĄáƒáƒ˜áƒœáƒ€áƒáƒ áƒ›áƒáƒȘიო და საჱელეკომუნიკაáƒȘიო კვლევით áƒȘენჱრჹი აჩმასრულებელი áƒ“áƒ˜áƒ áƒ”áƒ„áƒąáƒáƒ áƒ˜áƒĄ თანამდებობა ეკავა. საიდ სალიმ საიდ ალ-áƒšáƒáƒœáƒ€áƒáƒ áƒ˜Â áƒ‘áƒ˜áƒ–áƒœáƒ”áƒĄáƒ˜áƒĄ ადმინისჱრირებაჹი მაგისჱრის ჟარიქჟქ áƒ€áƒšáƒáƒ‘áƒĄ, რომელიáƒȘ მას 2007 წელს დიდი ბრიჱანეთის ჰალის უნივერსიჱეჱმა მიანიჭა. იქ ასევე გაჼლავთ ბაკალავრი კომპიუჱერული áƒĄáƒáƒ˜áƒœáƒ€áƒáƒ áƒ›áƒáƒȘიო სისჱემისა და საერთაჹორისო ბიზნესის განჼრით. ეს áƒ€áƒáƒ™áƒŁáƒšáƒąáƒ”áƒąáƒ˜ მან სამჼრეთ ილინოისის უნივერსიჱეჱჹი 2002 წელს დაამთავრა. ალ-ლანჀარმა 2019 წელს áƒ„áƒáƒŁáƒ©áƒ˜áƒœáƒ’áƒ˜áƒĄ საერთაჹორისო ჀედერაáƒȘიისგან ასოáƒȘირებული მწვრთნელის (áƒ„áƒáƒŁáƒ©áƒ˜áƒĄ) áƒĄáƒ”áƒ áƒąáƒ˜áƒ€áƒ˜áƒ™áƒáƒąáƒ˜ მიიჩო და იმავე წელს გაჼდა LEGO SERIOUS PLAY მეთოდის áƒĄáƒ”áƒ áƒąáƒ˜áƒ€áƒ˜áƒȘირებული მწვრთნელი. იგი 2017 წელს (áƒ’áƒ”áƒœáƒ“áƒ˜áƒ áƒ”áƒ„áƒąáƒáƒ áƒ˜áƒĄ ეროვნული პროგრამის მიერ) ომანიდან 100 áƒźáƒ”áƒšáƒ›áƒ«áƒŠáƒ•áƒáƒœáƒ”áƒšáƒĄ ჹორის დასაჼელდა. იქ ასევე áƒáƒ˜áƒ áƒ©áƒ˜áƒ”áƒĄ ჱოპ 100 გავლენიან პირს ჹორის ომანჹი ჟურნალ „ომანის ეკონომიკური მიმოჼილვის“ მიერ 2019 წელს. საიდს áƒ©áƒáƒąáƒáƒ áƒ”áƒ‘áƒŁáƒšáƒ˜ áƒáƒ„áƒ•áƒĄ კორპორაáƒȘიული ჩირებულების, საორგანიზაáƒȘიო კულჱურის, áƒ”áƒ€áƒ”áƒ„áƒąáƒŁáƒ áƒ˜ კომუნიკაáƒȘიიქა და áƒȘჼოვრებისეული მიზნების მისაჩწევად დონის ასამაჩლებელი ბევრი სამუჹაო ჹეჼვედრა. კარიერის განმავლობაჹი დასწრებია ბევრ სპეáƒȘიალიზებულ კურსს, მაგალითად, 2014 წელს Human Resources Skills Management ლონდონის ბიზნესსკოლაჹი, 2015 წელს The IMD Management Leadership Certificate ჹვეიáƒȘარიალი და 2018 წელს CTI-იქ თვითსწავლების კურსები არაბთა გაერთიანებულ საემიროებჹი.