
ნინო მითაიშვილი
ასოცირებული პროფესორი მიკრობიოლოგიის, ბაქტერიოლოგიის და ვირუსოლოგიის მიმართულებით
ნინო მითაიშვილს მინიჭებული აქვს ეკოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ (2015 წ). მას გავლილი აქვს ათამდე სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგი და სასწავლო კურსი. მათ შორის: „გარემოს დაცვის მონიტორინგი და მოდელირება“ (იუნესკოს წყლის ინსტიტუტი, დელფტი, ჰოლანდია, 2011 წ), „აკვაკულტურა: წარმოება და მენეჯმენტი“, დიპლომისშემდგომი პროგრამა (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის „მაშავისა“ და იერუსალიმის ებრაული უნივერისტეტის მიერ ორგანიზებული (რეჰოვოტი, ისრაელი, 2010-2011 წ). ის არის ათამდე სტატიის ავტორი და თანაავტორი, რამდენიმე სამეცნიერო პროექტის მკვლევარი.