ნინო ქათამაძე
ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
ნინო ქათამაძე წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, გავლილი აქვს სტაჟირება საერთაშორისო იურიდიულ ფირმა „ჰენგელერ მიულერსსა“ (მაინის ფრანკფურტი) და ზაარლანდის პირველი ინსტანციის სასამართლოში. იგი 10-მდე აკადემიური ნაშრომის, მათ შორის, სტატიებისა და თარგმანების, ავტორია. მას დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: „პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები“. ნინო, ადვოკატთა ასოციაციის წევრია. კვლევის სფერო:

სახელშეკრულებო სამართალი;

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;

სანივთო სამართალი.