ნინო გვასალია
ასისტენტი ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულებით
ნინო გვასალია 2018 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტია. 2017 წელს მან გაიარა პედიატრიული სტომატოლოგიის სპეციალიზაციის პროგრამა, ასევე ქირურგიული სტომატოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის რეზიდენტურის პროგრამა, 2010 წელს კი - თერაპირული სტომატოლოგიის რეზიდენტურის პროგრამა. 2014-2018 წლებში იგი იყო სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის პრეზიდენტი, ხოლო 2009-2014 წლებში აღნიშნული ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი, 2018 წლიდან დღემდე კი ორგანიზაციის მრჩევლის პოზიციას იკავებს. 2018 წლიდან იგი მოწვეული ლექტორია სხადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2017 წლიდან იგი არის სტომატოლოგიური ცენტრის „ალბიუსის“ ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი-თერაპევტი. ნინო გვასალია მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებსა და სემინარებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2011-2019 წლებში იგი იყო თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ორგანიზატორი. ხუთამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.