ნინო ბეგიაშვილი

ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
ნინო ბეგიაშვილს მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ. მას აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისა და განათლების ხარისხის განვითარების სფეროში. საჯარო სექტორში, ნინოს ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია. 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს კერძო და საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ნინო ბეგიაშვილს მოპოვებული აქვს არაერთი სტიპენდია, მათ შორის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ). იგი არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, რომლის ფარგლებშიც განახორციელა სადოქტორო კვლევა მაქს პლანკის სახელობის უნივერსიტეტში.  გამოქვეყნებული აქვს რამოდენიმე სტატია სხვადასხვა სამართლებრივ ჟურნალში.