დოქტორ ნიკოლოზ ფარჯანაძეს აქვს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება – კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შუა აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი (ქუვეით სითი, ქუვეითი) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მან დაასრულა სამი სამაგისტრო პროგრამა – ინგლისური ფილოლოგია (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ბიზნესის ადმინისტრირება (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი (ჩივნინგის სტიპენდია, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის განათლების ინსტიტუტი). ნიკოლოზ ფარჯანაძეს დაცული აქვს დოქტორის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში. მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები ასახავს მის კვლევით ინტერესებს - ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი, კვლევა და პრაქტიკა. მონაწილეობდა ფულბრაიტის მკვლევართა პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც იკვლევდა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს არკანზასის უნივერსიტეტში (აშშ). ასევე, უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს შემდეგი მიმართულებებით: ენათმეცნიერება, განათლების კვლევა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება. ამჟამად, ნიკოლოზ ფარჯანაძე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.