
ასისტენტ-პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დოქტორანტი.
აქვს 18-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში. 2017–2025 წლებში იკავებდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსის პოზიციას, აგრეთვე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. 2021 წლიდან არის ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისი“ უფროსი მკვლევარი.
ნიკოლოზ ხატიაშვილი არის 60-მდე სტატიისა და კვლევის ავტორი და ერთი მოკლე სახელმძღვანელოს თანაავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და კვლევით პროექტში.