
ნიკა სერგია
ასისტენტი კონკურენციის სამართლის მიმართულებით
ნიკა სერგიას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხები, ხოლო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი. სხვადასხვა დროს სწავლობდა ჰამბურგისა (გერმანია) და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტებში სამართალმცოდენეობის ფაკულტეტებზე, იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და კოპერნიკუსის გაერთიანების სტიპენდიატი. ამჟამად არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და ასისტენტ-პროფესორი კონკურენციის სამართლის მიმართულებით. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს კარტელური ხელშეკრულებების გამოვლენისა და აღკვეთის სამმართველოს, იყო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარე.
ნიკა სერგია, ამჟამად არის საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი.