ნატალია ქურდაძემ, 2014 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი.
2014-2016 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში, უკრაინაში, ქალაქ კიევში, შუპიკის სახელობის პოსტდიპლომური განათლების აკადემიაში. 2018 წელს გაიარა სუბსპეციალობის პროგრამა, პირის ღრუს ქირურგიულ სტომატოლოგიაში და აიღო პირის ღრუს ქირურგის ლიცენზია. 2019 წლიდან, გახდა ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულებით, ასევე მუდმივად ჩართული იყო სტომატოლოგიის პროგრამის შექმნასა და განვითარებაში. 2020 წლიდან მუშაობს ბაუ ბათუმის უნივერსიტეტში, ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულებით, მოწვეულ ლექტორად. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ბაუ ბათუმის სტომატოლოგიის პროგრამის შექმნაში. 2021 წლიდან გახლავთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდის წევრი, სტომატოლოგიის სკოლის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი და ექიმი ორთოპედი-სტომატოლოგი.