
ნატა გარაყანიძე
ასისტენტ-პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
ნატა გარაყანიძეს მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ და კონფლიქტოლოგიის დარგში მაგისტრის ხარისხი მალმოს უნივერსიტეტში. 2020 წელს მას მიენიჭა, ასევე, დოქტორის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
გარდა ამისა, ნატა გარაყანიძეს გავლილი აქვს ესტონეთის დიპლომატიის სკოლის „საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის“ პროგრამა. ნატა გარაყანიძის სამუშაო გამოცდილება აერთიანებს სხვადასხვა პოზიციას საჯარო სექტორსა და საერთაშორისო კომპანიებში.