მირზა ხინიკაძე
პროფესორი ნეიროქირურგიის მიმართულებით
მირზა ხინიკაძეს  2008 წელს - მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგკურსები უკრაინაში, რუსეთში, გერმანიასა და ავსტრიაში. 2010 წელს გაიარა სტაჟირების კურსი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში. მას საქართველოსა და უკრაინის სხვადასხვა კლინიკაში ნეიროქირურგად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელია. მონაწილეობა აქვს მიღებული ოცამდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში. ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია. იგი არის ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის, უკრაინის ენდოვასკულური ნეირორენტგენოქირურგთა ასოციაციის, უკრაინის ნეიროქირურგთა ასოციაციისა და რუსეთის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი.