მარინა ვაშაყმაძე 30 წელია მოღვაწეობს პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში. გაიარა ჟურნალისტური საქმიანობის ყველა საფეხური კორესპონდენტიდან - მთავარ რედაქტორამდე. 2020 წლიდან, ევრონიუს გლობალის საბჭოს წევრი. 2018 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კონსულტანტი 2006-წლიდან, 2018 წლამდე იყო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი. 2002 წლიდან 2006 წლამდე - კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი (CCFJ). მანამდე ( 2000 – 2002) იგი იყო ვაშინგტონში დაფუძნებული „ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის“ (ICFJ) კავკასიის წარმომადგენლობის ასოცირებული დირექტორი. არის რამდენიმე ბეჭდური გამოცემის დამაარსებელი, მრავალი სტატიისა და სიუჟეტის, დოკუმენტური ფილმების ავტორი.
მარინა ვაშაყმაძე 20 წელზე მეტია იკვლევს მედიას და კითხულობს ლექციებს თსუ-სა თუ სხვა ჟურნალისტურ სკოლებში. სხვადასხვა დროს იყო - ივეანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; მიწვეული პროფესორი ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟირნალისტიკის სკოლაში (USA); კავკასიის მედიასკოლის სრული პროფესორი.
ამჟამად არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციების სკოლის დეკანი.