მარინე ბრელიძე
ასოცირებული პროფესორი, ინჟინერიის მიმართულებით
მარინე ბრელიძეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ინფორმატიკაში მიენიჭა 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ. 1998 წლიდან იგი ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში. 2014 წლიდან მარინე ბრელიძე არის Autodesk-ის საგანმანათლებლო საპროექტო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. მისი აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კომპიუტერული გრაფიკა. აქვს გამოქვეყნებული რამდენიმე  სამეცნიერო სტატია და სამი სახელმძღვანელო.