მაჰეშ რაო აკულა
ასოცირებული პროფესორი ორთოპედიისა და ხერხემლის ქირურგიის მიმართულებით
მაჰეშ რაო აკულა არის ხერხემლის ქირურგიის კონსულტანტი, მუშაობს სამხრეთ და ჩრდილოეთ ლონდონის, კარგი რეპუტაციის მქონე, კლინიკებში. 2001 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი „ტრავმისა და ორთოპედიის“ სპეციალობით მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტში, იდნოეთში. ამის შემდეგ გადავიდა დიდ ბრიტანეთში და 2004 წელს ქირურგიაში გაიარა მომზადება.
ქირურგიაში კვალიფიკაციის ამაღლება იორქშირში 2008 წელს დაასრულა. როგორც ლიდსის მეცნიერ-თანამშრომელი რამდენიმე ეროვნულ და საერთაშორისო პრესტიჟულ გამოცემასთან აქტიურად თანამშრომლობდა. 2010 წელს ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში უმაღლეს ქირურგად მოსამზადებლად ლონდონის დეკანატმა აირჩია. მომზადება 2016 წელს დაასრულა ლონდონის თემზის საუთისტის უნივერსიტეტში, სადაც სენტ ჯორჯის საუნივერსიტეტო კლინიკის თაოსნობით მოხვდა.
მაჰარეშ რაო აკულამ ხერხემლის ქირურგიის შესწავლაზე გაამახვილა ყურადღება და ამისათვის ორნახევარი წელიწადი სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის სხვადასხვა სპინალურ კლინიკაში გაატარა, მათ შორის, ბრაიტონში, ფრიმლი-პარკსა და ეპსომ & სენტ ჰელიერზში. ამის შემდეგ ფრიმლი-პარკის საავადმყოფოს ხერხემლის ქირურგიის განყოფილებაში კიდევ ერთი წელიწადი ისწავლა. ხერხემლის სიმსივნის, ტრავმისა და დეფორმაციის ქირურგიული გზით მკურნალობის ურთულესი უნარების გამოსამუშავებლად კომპლექსური სწავლების კურსი გაიარა საერთაშორისოდ ცნობილ კრემბილის ნევროლოგიის ცენტრში (ტორონტო, კანადა). კრემბილში ნეიროქირურგიისა და სპინალური ორთოპედიის შესასწავლად მიღებულმა დაფინანსებამ მაჰეშს ხერხემლის პათოლოგიების ცოდნის გაღრმავების, ასევე ნეიროქირურგიისა და ორთოპედიული ქირურგიის პრაქტიკის ათვისების საშუალება მისცა.
მაჰარეშ რაო აკულა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აქვეყნებს სამეცნიერო მასალებს და კითხულობს ლექციებს სპინალურ ქირურგიასა და ტრავმატოლოგიაში. ამჟამად არის კლინიკური ლექტორი Anglia Ruskin-ის სამედიცინო სკოლაში და გამომცდელი სხვადასხვა FRCS (Tr&Orth) სარევიზიო კურსზე. აკულა BMA-ის, ბრიტანეთის ორთოპედთა ასოციაციის, ბრიტანეთის სპინალურ ქირურგთა ასოციაციის, ინგლისის ქირურგთა სამეფო კოლეჯისა და AO სპინალური საზოგადოების წევრია.
მისტერ აკულას ქირურგიული საქმიანობა კონცენტრირებულია კისრისა და წელის ტკივილებზე, მისი მიზანია ინვაზიური ტექნიკის მინიმალურად გამოყენება. აკეთებს ფართო მასშტაბის სპინალურ ოპერაციებს, ინიექციებს, ვერტებროპლასტიკას/კიფოპლასტიკას, კისრის დისკოს შეცვლას ან შერწყმას, წელის მიკროდისკექტომიას, დეკომპრესიას და შეერთებას.
გარდა პროფესიული საქმიანობისა, მაჰეში AMMA საქველმოქმედო ფონდის აქტიური წევრია. აშენებული აქვს ობოლ ბავშვთა სახლი ჰაიტიზე და ინდოეთში; მოზიდული აქვს ფულადი სახსრები ებოლასთან საბრძოლველად.